13 აკრძალვა, რომელიც დღეიდან ისევ ძალაში რჩება
- 22/05/20
- 5225 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელი შეზღუდვები დარჩეს საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შემდეგ.
23 მაისიდან ძალაშია შემდეგი შეზღუდვები:
- 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც. ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.
- ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.
- საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, (თუმცა, კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში)
- საკარანტინო ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
- ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, საუბარია პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.
- რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება – აკრძალულია.
- აკრძალულია ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება არის შეზღუდული, გარდა საკარანტინო ზონებისა.
- აკრძალულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა.
- შეზღუდული რჩება ე.წ. მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.
- შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
- აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ეკრძალებათ ობიექტების გახსნა.
- სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.
- ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე
ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცავს მოთხოვნები, რომელიც არის წარდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ხოლო თუ ისინი დაკავებული არიან სურსათის წარმოებით, სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.
შეგახსენებთ, 4 აკრძალვა დღეს, ღამის 12 საათზე იხსნება.
ასევე, შეგახსენებთ, ვერც ამ 13 აკრძალვას და ვერც სხვა სახის აკრძალვას, პრემიერი ვერ შემოიღებდა, პარლამენტს რომ არ დაემტკიცებინა დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პრემიერი ერთპიროვნულად წყვეტს, როდის რა შეზღუდვა დააწესოს საგანგებო მდგომარეობის გარეშეც.