ვერასოდეს მიხვდებით რისთვის გამოიყენება ეს უცნაური ფორმის ჭიქები
- 27/05/20
- 2395 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
დღეს საინტერესო ჭიქებს გიჩვენებთ, რომელთა მთავარი დანიშნულების დამოუკიდებლად გამოცნობაც ძალიან გაგიჭირდებათ.
ყველაფერი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც გრძელი ულვაშის ტარება მამაკაცებში ძალიან მოდური რამ იყო.
მართალია, თავის ნებაზე მიშვებული წვერ-ულვაში კარგ ტონად ითვლებოდა, თუმცა ყოველდღიურ სიტუაციებში ეს გარკვეული მსხვერპლის გაღებასაც ნიშნავდა.
ულვაშით დამშვენებული კაცები ხომ სერიოზულ დისკომფორტს განიცდიდნენ, როდესაც რომელიმე ცხელ სასმელს, მაგალითად ჩაის მიირთმევდნენ?!
ჰარვი ადამსია ის კრეატიული ადამიანია, რომელმაც 1870 წელს საკუთარი გამოგონება დააპატენტა და დიდ ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მამაკაცებს ცხოვრება შეუმსუბუქა — ადამსმა ულვაშებისთვის განკუთვნილი ჭიქა გამოიგონა.
სხვადასხვა დიზაინის, ფერისა და ზომის ჭიქები, რომელსაც სპეციალური ჩაღრმავება ჰქონდა, ულვაშს ტკბილ სითხეში ამოსვრისგან იცავდა. კაცებმა მთელი გულით შეიყვარეს ადამსის ჭიქები, რადგან ჩაის დალევა გაცილებით კომფორტული გახდა.
აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსგავსი ჭიქებს მხოლოდ კერძო კოლექციონერების პირად კოლექციებში, ან მუზეუმებში შეხვდებით. იხილეთ ფოტოსურათი