"ისევ დავბლოკე მამაჩემი, მირეკავს და მეუბნება, ბლოკი ამხსენი, თორემ ჩემს შვიდას ფრენდს გავაგებინებ რომ..."

მამაჩემი ისევ დავბლოკე.
მირეკავს:

- ბლოკი ამხსენი, თორემ ჩემს შვიდას ფრენდს გავაგებინებ, რომ ბოლოს და ბოლოს დამიჯერე და ქორწილისთვის ანაბარი გახსენი ფულის მოსაგროვებლად.
- რა ვქენი ?
- ანაბარი გახსენი ცოლის მოსაყვანად.
- საიდან მოგაქვს ? რა სისულელეა.
- ზატო დამაჯერებლად ჟღერს. აღმადგინე, თორემ ვპოსტავ შენსთავსვფიცავარ...