
ბიჭი, რომელიც ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის "ცოდნა ფულიას" ერთადერთი გამარჯვებულია
- 30/05/20
- 10300 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

28 წლის მუსიკოსი ახლა Jerars Clinic-ში წევს და სიცოცხლისთვის იბრძვის.
„მდგომარეობა მძიმეა – მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ტრამვული შოკი აქვს მიღებული.
არასტაბილური წნევა აქვს, წამლით გვიჭირავს. ძილის რეჟიმშია, გაღვიძებისას შესაძლებელია მინიმალური კონტაქტი.
აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ორივე იდაყვის ძვლების მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, ცხვირის, გაიმორის და ა.შ. როცა შოკიდან გამოვა, ოპერაცია იგეგმება.
ამჟამად ქალა ტვინის ტრამვა არ აქვს, რადგან იღვიძებს ტვინის დაზიანება არ ჩანს. დრო გვიჩვენებს როგორ იქნება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ კლინიკაში.
დახმარების მსურველებმა თანხა Nick Green-ის, იგივე ნიკოლოზ ვერძეულის ანგარიშზე ჩარიცხეთ:
თიბისი / TBC : GE22TB7967045063600036