12 და 15 წლის გოგონები ბანკის ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს

ადელაიდის ერთ-ერთ გარეუბანში, ავსტრალიაში 12 და 15 წლის გოგონები ბანკის ძარცვის დროს დააკავეს.

როგორც  miragenews იუწყება გოგონებმა ბანკის კარის შუიშა ჩაამტვრიეს, ერთ-ერთი მათგანი ბანკში შევიდა ფულის გამოსატანად, მეორე კი სათვალთვალოდ კართან იდგა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა და ორივე არასრულწლოვანი დააკავა.