"დღეს 31 მაისია, ზუსტად 1 წელი გავიდა ცვენი უკანასკნელი შეხვედრიდან, ამ დღეს ძალიან ვიჩხუბეთ და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ ერთი წლის განმავლობაში აღარც ველაპარაკებით ერთმანეთს დე..." - მადონა კიპაროიძე

დღეს 31 მაისია უკანასკნელი შეხვედრიდან 1 წელი გავიდა , მაშინაც ვიჩხუბეთ და ამ 1 წლის განმავლობაში არაფერი გაგვიგია ერთმანეთის.
ადრე სახლიდან რომ მაგდებდი ხოლმე ფოტო მომქონდა ჯიბით და შენს ფოტოსთან ერთად მეძინა, შენი ფოტო მუდმივად ბალიშის გვერდით მედო , სადაც მივდიოდი გულის ჯიბეში მედო  ცუდი ისაა რომ ეხლა ფოტოს წამოღება ვერ მოვასწარი... ან ვერ მოვიფიქრე . ამაზე უფრო ცუდი ისაა, რომ ერთმანეთს არ ველაპრაკებით არა და ჩვენს შორის იმდნეად დიდია დედაშვილური კავშირი რომ, რაც უფრო ვიზრდები შენ გემგვანები.
იმდენად დიდად ხარ ჩემს გულში და სულში, რომ რაც დრო გადის შენი ასლი ვხდები , რადგან მე შენი გოგო ვარ შენი სისხლი და ხორცი და შენი სულის ნაწილი , სწორედ ამიტომაა ჩვენს შორის ამხელა მსგავსება ხასიათით , ვიზუალით , გამძლეობით და მრავალი სხვით. მიხარია რომ შენ გემგვანბეი, გემგვნაბეი ალბათ იმიტომ რომ , მე შენი სისხლი და ხორცი კიარა შენი სულიერი განცდების ნაწილიც კი ვარ შენ არ ხარ ცუდი დედა , შენ უსამართლობის მსხვერპლი დედა ხარ ! არასდროს დაადანაშაულო საკუთარი თავი, ბოდიში რომ თავის დროზე არ მესმოდა, რომ შენც ისეთივე მსხვერპლი იყავი როგორიც მე 

ps: მენატრება შენთან ერთად დილის 6 საათზე ყავის დალევა ჩვენს ეზოში იმ ხის ქვეშ რომელიც მე და შენ დავრგეთ როცა მე 6 წლის ვიყავი 

მადონა კიპაროიძე