რომელი ცნობილი პოლიტიკოსის შვილია მთავარი არხის ახალი სახე თათა ჩიქვილაძე

სულ ცოტა ხნის წინ, „მთავარი არხის“ ეთერში ახალი სახე თათა ჩიქვილაძე გამოჩნდა. რომელიც არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას აშკარა სიმპატიით სარგებლობს.

თათა ჩიქვილაძე ცნობილი პოლიტიკოსის, მაია ნადირაძის შვილია.

თათა ნიკა გვარამიას გუნდში ადრე პროდუსერად მუშაობდა, ახლა კი ტელეეკრანზე გადაინაცვლა და გადაცემის „დღის სტუმარის“ წამყვანია.
თათა ჩიქვილაძე 1988 წელს დაიბადა, მისი მეუღლე ვაჟა კაკაბაძეა.

მაია ნადირაძის ქალიშვილს ევროპული განათლება აქვს მიღებული, ის ლონდონში სწავლობდა.
ასევე დამთავრებული აქვს „ილიაუნი“ და „ჯიპა“.
სანამ სატელევიზიო საქმიანობას დაიწყებდა, თათა მედიის განვითარების ფონდში, მულტიმედია კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა.
იყო ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტი.