რეალურად რატომ წავიდა ნეკა დოროყვაშვილი მონასტერში

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” დოროყაშვილის ერთ-ერთმა ახლობელმა უთხრა.ნეკა დოროყაშვილის ახლობლის თქმით, ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი ცოლი სამთავროს დედათა მონასტერში იმყოფება.

ამის მიზეზად კი სოციალურ ქსელში, მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა დაასახელა.

შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამართალდამცავებმა ერთი კვირის წინ, ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. მას ბრალად ედება ძალადობა.
სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და იძალადა თუ არა მან, ყოფილ ცოლზე ამას უკვე სასამართლო დაადგენს.