კორონა ვირუსით დღეს გარდაცვლილ 13-ე პაციენტზე ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი

კორონავირუსით გარდაცვლილი მეცამეტე პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. იგი თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაიცვალა. ის მუშევანიდან თბილისის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

76 წლის პაციენტი ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იყო. მის მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ამძიმებდა.

პაციენტი 2 ივნისს, დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული სოფელ მუშევანიდან, ე.წ ბოლნისის კლასტერიდან იყო.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი სულ 796 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 634 უკვე გამოჯანმრთელდა.