"ამას რომ წაიკითხავენ ჩემი თაყვანისმცემლები გაგიჟდებიან" - რამილია ალიევა
- 08/06/20
- 1252 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
"ამას რომ წაიკითხავენ, ჩემი თაყვანისმცემლები გაგიჟდებიან"
"მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყო, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს. ვერ იტანს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. მოსწონს ბიჭები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან. პარტნიორისგან მაქსიმუმს მოითხოვს. თუ განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი ჟურნალისტ რამილია ალიევას ზოდიაქოს ნიშანია. ის წელს "მასტერშეფის" პროექტის კონკურსანტია. სანამ რამილიას ასტროპორტრეტს შემოგთავაზებთ, მის ცხოვრებაში არსებულ ამ ახალ გამოწვევაზე გვესაუბრება.
-
"მასტერშეფი" პირველივე სეზონიდან ძალიან მომწონდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ამ პროექტში ბედი აუცილებლად უნდა მეცადა, რადგან ჩემი კულინარიული შესაძლებლობები იციან.
- მათ ხშირად ანებივრებ?
- ძალიან ხშირად. თბილისში ჩემი ფლოვი და აზერბაიჯანული ფახლავა ძალიან პოპულარულია. როდესაც მეგობრებთან სტუმრად მივდივარ და ვეკითხები, - რა მოვიტანო, რა გესიამოვნებათ-მეთქი? - მეუბნებიან, ფახლავა მოგვიმზადეო. "მასტერშეფში" მონაწილეობის სურვილი თავადაც მქონდა, მაგრამ პირველ სეზონზე მისვლა ვერ გავრისკე. არ ვიცოდი სპეციფიკა, წესები როგორი იქნებოდა. თან, სხვა პროექტებზე ვმუშაობდი და ვიფიქრე, რომ კონცენტრაცია გამიჭირდებოდა. გარისკვა მეორე სეზონზეც გამიჭირდა. ის, რომ მეგობრებისა და ოჯახისთვის კარგი მზარეული ვარ, არ ნიშნავს, რომ შემიძლია, შეფმზარეულებსაც თავი მოვაწონო. ეს საკმაოდ რთულია. წელს, როგორც კი მესამე სეზონი გამოცხადდა, აპლიკაცია მეორე დღესვე შევავსე და გავგზავნე. ახლა რომ არა, მერე მონაწილეობას ალბათ აღარ მივიღებდი.
- ახლა, როდესაც პროექტის სამზარეულოში მოხვდი და ალბათ სირთულეებსაც გადააწყდი, ეს გადაწყვეტილება ხომ არ გინანია?
- არა, კმაყოფილი ვარ, შიგნიდან ეს პროექტი სულ სხვანაირი ყოფილა.
- შეფებზე რას გვეტყვი? მათ როგორ დაახასიათებ?
- მათ ეკრანიდან ვიცნობდი, პირადი ნაცნობობა არც ერთთან არ მაკავშირებს. თითოეულის კულინარიული ბექგრაუნდი ვიცოდი. ისინი არა მხოლოდ თავიანთი საქმის პროფესიონალები, არამედ კარგი შოუმენებიც არიან. ეს კიდევ ცალკე ნიჭია.
- იმედია, მათთან "გემოებით თამაშის" შესაძლებლობა დიდხანს გექნება.
- კონსტანტინესთან "გემოებით თამაშის" მეშინია. ძალიან რთულია ისეთი გემოების არჩევა, მას რომ მოაწონო. ლუკა შეიძლება ჩანს, რომ "რბილია", მაგრამ საკმაოდ პრეტენზიულია, მაქსიმუმს ითხოვს, ბევრ რამეს აქცევს ყურადღებას და სამართლიანია. ლევანი დინჯია, მკაცრიც არის, მაგრამ მთლად არ გეშინია (იცინის). სამივეს დიდ პატივს ვცემ. განაგრძეთ კითხვა


