ცნობილი სპორტსმენის გიორგი კანდელაკის შვილი დააკავეს, მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გორში პოლიციამ მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ჯოზეფში“, 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.