შემზარავი ფაქტი დიდუბეში - საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

თბილისში, დიდუბის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.
მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.