ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელიც ლიდერობისთვის არის დაბადებული
- 16/06/20
- 1745 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გაურკვეველია, არის თუ არა პლანეტების განლაგება განმსაზღვრელი ფაქტორი წარმატების მიღწევისა და მმართველობითი უნარების ქონისთვის, მაგრამ ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი, ნამდვილად იბადება იმისათვის, რომ იყოს ლიდერი, მოიწყოს წარმატებული კარიერა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
მაშ ასე, ერთად გავარკვიოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს უმართლებთ ამ მხრივ და ვის აქვს ლიდერობის თანდაყოლილი ნიჭი.
ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს გამოხატული ლიდერული თვისებები აქვთ. ვერძების მთავარი უპირატესობაა: დინამიურობა, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი მიდგომა პრობლემების გადაჭრის საკითხში. ამავდროულად, ისინი მიდრეკილი არიან ხასიათის სწრაფი ცვლილებისკენ, ხშირად არიან გაღიზიანებული და ავლენენ უხეშობას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული პიროვნებები, ძალიან მკაფიოდ აჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს და მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად გამოსდით ადამიანების მოტივირება, საქმეში გუნდის შეკვრა და ბოლომდე დახარჯვა, მათი გაუაზრებელი განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ძალიან დამამცირებელი და გულსატკენია კოლეგებისა და დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც ვერძების მსგავსი ტემპერამენტის მატარებლები არიან, მათ შესანიშნავ მმართველებად თვლიან, თუმცა, ინტროვერტი-თანამშრომლებისთვის, ვერძები სრულიად აუტანლები არიან.
თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები იბადებიენ იმისათვის, რომ გახდნენ მმართველები, რასაც საკუთარ დომინანტ ნატურას უნდა უმადლოდნენ! თხის რქას მოსწონს მუშაობა, წესრიგის დამყარება და დისციპლინა. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უყვარს დაქვემდებარებაში მყოფი პირებისთვის მუდმივად რაიმე ახლის სწავლება. მას არ აშინებს თანამდებობის დაკარგვის ფაქტი, რადგან თვლის, რომ შეუცლველი კადრია - ნამდვილი „შრომადამოკიდებული“ (workaholic). თხის რქას მთავარი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია გამოიყენოს სხვა ადამიანების საუკეთესო თვისებები, თავისი გაიტანოს ხელმძღვანელობასთან და მიზანს მიაღწიოს თანამშრომლებისთვის საკუთესო პირობების შექმნასა და ხელფასების გაზრდის საკთხში. მისი ნაკლია სიჯიუტე, ემოციური სიცივე და გადაჭარბებული თავდაჯერებულობა.ფეისბუქზე გაზიარება