
ქართველები, რომელბიც უცხოელ ვარსკვლავენს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან
- 17/06/20
- 2074 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ამბობენ, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ორეული. რთულია ამის დამტკიცება, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცნობილი ადამიანების უმეტესობას თავისი ორეული თუ არა, ისეთი ადამიანები მაინც ჰყავთ, რომლებიც ბევრი რამით ჰგვანან მათ.
ზოგიერთი ბუნებრივად ჰგავს ამა თუ იმ ვარსკვლავს, ზოგიც პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისთვის, რომ თავის კუმირს დაემსგავსოს. ზოგიერთ უცხოელ პოპულარულ ადამიანთან მსგავსებას და საერთო შტრიხებს ქართველებშიც აღმოაჩენთ. შესაძლოა, ტყუპებივით მსგავსება ვერ დაინახოთ, თუმცა საერთო შტრიხები და მსგავსი იერი თვალშისაცემია.
ნახეთ ის ქართველები, რომლებიც უცხოელ სელებრითებს ჰგვანან.
1. მელი ბაღდავაძე და ემილი რატაკოვსკი @thekingmeli
მელი ბაღდავაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ პოპულარული გოგონაა და ის ძალიან ჰგავს ცნობილ მოდელს, ემილი რატაკოვსკის.

მელის მიმდევრები „ინსტაგრამზე“ მისი ფოტოების კომენტარებში ხშირად აღნიშნავენ მასსა და ემილის შორის საოცარ მსგავსებას, ზოგი იმასაც კი წერს, რომ ერთი შეხედვით, ამ ორის გარჩევა უჭირთ.

2. თეონა ჩაჩუა და ქენდალ ჯენერი @teonachachua
საქართველოში ორეული თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელს, ქენდალ ჯენერსაც ჰყავს. თეონა ჩაჩუა „ინსტაგრამზე“ პოპულარული ვლოგერია. მას 71.2 ათასი გამომწერი ჰყავს. თავის მიმდევრებს მაკიაჟის გაკეთების მეთოდებს და თავის მოვლის წესებს უზიარებს.

შეუმჩნეველი არავისთვის რჩება ის, რომ ქართველი „ინფლუესერი“ საოცრად ჰგავს ქენდალ ჯენერს. ზოგიერთ ფოტოში კი მსგავსება იმდენად დიდია, რომ ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირთ კიდეც.

3. მირანდა შელია და ირინა შეიკი @mimishelini
მირანდა „ინსტაგრამზე“ მიმი შელინის სახელით არის ცნობილი და მას ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ.

მიმის ფოტოებს შეხვდებით „ინსტაგრამის“ სხვადასხვა გვერდებზე. ის აღნიშნულ სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს. მას 839,000 გამომწერი ჰყავს.
