ცოლმა და სიდედრმა ქმრის საყვარელს ცემით კისერი მოტეხეს

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის პოლიცია არკვევს, რა გახდა ქალებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი. ნაცემი ქალბატონი სხეულის მრავლობითი დაზიანებებითა და კისრის მოტეხილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც ირკვევა, რუს ბლოგერ რენე ჩესტნოვას, დედა-შვილი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც მანქანის დაკეტვას აპირებდა. ბლოგერის თქმით, თავდაპირველად საუბარს აპირებდა, თუმცა ასაკოვანი ქალი მაშინვე შეტევაზე გადავიდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალბატონებს შორის დაპირისპირების მიზეზი მამაკაცი გახდა. აღმოჩნდა, რომ ბლოგერს მისი საყვარლის ცოლი და სიდედრი დაესხა თავს, თუმცა ცოლ-ქმარი ერთად უკვე აღარ ცხოვრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩხუბის მთლიან სცენას არასრულწლოვანი ბავშვი ესწრებოდა.