რუსთავს მეხი დაეცა

რუსთავში, დაახლოებით 22:30 საათზე მეხი ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა ქალაქის შემოსასვლელისკენ XXI მიკრორაიონის მიმდებარედ მოხდა.

მეხი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს, ლეონიძის ქუჩიდან რამდენიმე მეტრში დაეცა.

ამ დროისთვის უცნობია მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია თუ არა ზიანი.

"ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.

მეხის ჩამოვარდნას ქალაქში ძლიერი წვიმა მოჰყვა.