
მოსკოვის გამზირზე ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
- 17/06/20
- 3152 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

თბილისში, მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
სპეცოპერაცია რამდენიმე დღის წინ ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვი დაკავების საქმეს უკავშირდება. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
ერთ-ერთ შენობაში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს. ადგილზე კინოლოგები მუშაობენ.
სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.