![ასეთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო შორენა ბეგაშვილმა ვალენტინობის დღეს](https://itar.ge/stories/creative/HprYO1676376117albom_rooms.jpg)
ნინო სურგულაძემ ტყუპების პირველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა
- 18/06/20
- 1703 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
![სხვა](https://itar.ge/stories/sxvadasxva/1t2zT1592466474albom_rooms.jpg)
ნინო სურგულაძეს 7 ივნისს ტყუპები, გოგონა და ბიჭი შეეძინა. ცნობილ საოპერო შემსრულებელსა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს უკვე უამრავმა ადამიანმა მიულოცა ეს დიდი ბედნიერება.
თავად ნინომ სამშობიაროდან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ დედობის მსგავსი შეგრძნება არასდროს განუცდია.
ამჯერად, სურგულაძე სოციალურ ქსელში ტყუპების პირველ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ახალშობილი ნატალია და ზაქარია დაწნულ, ულამაზეს კალათებში არიან მოთავსებულები.
სოციალურ ქსელში საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავს. საოპერო მომღერალს იმასაც უწერენ, რომ პატარების ფოტოებს ყველა მოუთმენლად ელოდება.