ერთადერთი ქართველი პარლამენტარი ქალი, რომელმაც საკუთარ სტუდენტზე იქორწინა და დღეს ოფიციალური მილიონერია

პარ­ლა­მენ­ტა­რი ნატო ჩხე­ი­ძე ერთ-ერ­თია იმ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის, რო­მელ­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვთ მი­ლი­ო­ნე­რის სტა­ტუ­სი. მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრ "მე­დი­ა­ტო­რის" კვლე­ვის თა­ნახ­მად, დე­პუ­ტა­ტი ქა­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 50 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს.

მწე­რალ ოთარ ჩხე­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა პარ­ტი­უ­ლი სიით სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი­დან - "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია". ჩხე­ი­ძის­თვის ეს პირ­ვე­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბა არ ყო­ფი­ლა, მა­ნამ­დე, მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი იყო (1999-2004 წლებ­ში) "სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის" პარ­ტი­უ­ლი სიით.

2018 წელს ნატო ჩხე­ი­ძემ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და­ტო­ვა და და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­და პარ­ლა­მენ­ტში. ცოტა ხნის წინ კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნიკა მა­ჭუ­ტა­ძის პარ­ტი­ის "მოძ­რა­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" თავ­ჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს.

ნატო ჩხე­ი­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტი, სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი. თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­დაც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ეკი­თხე­ბი­ან, ყვე­ბა, რომ არა ზაზა ოქუ­აშ­ვი­ლი, ალ­ბათ გა­სა­თხო­ვა­რი დარ­ჩე­ბო­და.

"ერ­თმა­ნე­თი სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნით, ზაზა სამი წლით ჩემ­ზე უმ­ცრო­სია, ჩემი სტუ­დენ­ტი იყო. მის მი­მართ საკ­მა­ოდ მომ­თხოვ­ნი ვი­ყა­ვი, მა­ღალ ნიშ­ნებს არ ვუ­წერ­დი, მა­შინ ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი ვი­ყა­ვი. მერე კი გავ­ხდი სუ­ბი­ექ­ტუ­რი, როცა ზაზა ჩემი სტუ­დენ­ტი აღარ იყო - ცხოვ­რე­ბა­ში, ძი­რი­თა­დად ხუ­თე­ბის და­წე­რა მი­წევ­და" - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­დე­საც ზაზა ოქუ­აშ­ვილ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა, ნატო ჩხე­ი­ძე პა­თა­ნა­ტო­მი­ის კა­თედ­რა­ზე ექი­მად მუ­შა­ობ­და. წყვი­ლი ქა­ლის მშობ­ლე­ბის ნა­ჩუ­ქარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და.

90-იან წლებ­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყეს და სა­ბურ­თა­ლო­ზე ზაზა ოქუ­აშ­ვილ­მა თონე გახ­სნა. 1991 წელს ოქუ­აშ­ვილ­მა და­ა­არ­სა "ომე­გა ჯგუ­ფი", რო­მე­ლიც მო­ი­ცავს, რო­გორც ავ­ტო­კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სი­გა­რე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის ბიზ­ნესს. წყვილ­მა 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ერ­თობ­ლი­ვად და­ა­ფუძნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რია", რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ეთერ­ში 2000 წელს გა­ვი­და. განაგრძეთ კითხვა