გამოცემა როიტერის ინფორმაციით, რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები არ ინფიცირდებიან კოვიდ 19-ით
- 19/06/20
- 758 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ადამიანის სისხლის ჯგუფი და სხვა გენეტიკური ფაქტორები, შესაძლოა, განსაზღვრავდეს იმას, თუ რამდენად მარტივად, ან რთულად გადაიტანს COVID-19-ს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი“, ევროპელ მკვლევართა კვლევაზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, მკვლევარებმა შეისწავლეს თუ რატომ მიმდინარეობს ზოგიერთ პაციენტში COVID-19 უფრო რთულად, ხოლო ზოგიერთში მსუბუქად.
კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად A ჯგუფის (მეორე ჯგუფი) სისხლის მქონე ადამიანები არიან ინფიცირების უფრო მეტი რისკის ქვეშ, მათ უვითარდებათ უფრო მწვავე სიმპტომები და დაავადება უფრო რთულად მიმდინარეობს.
ევროპაში ეპიდემიის პიკის დროს მკვლევარებმა გააანალიზეს 4 000-ზე მეტი პაციენტის გენები იმისთვის, რომ ეპოვათ, რა იყო კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის საერთო, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც კრიტიკულად მიიჩნეოდნენ. განაგრძეთ კითხვა


