სოფელ მუგუთში 15 წლის ბიჭს მეხი დაეცა და გარდაიცვალა

ბედური შემთხვევა მოხდა სოფელ მუგუთში. მეხის დაცემის შედეგად 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ,,რესი” ავრცელებს.

როგორც კლინიკაში განმარტეს, მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე იყო, ხელში მობილური ტელეფონი ეკავა.

ცნობისთვის: სოფელი მუგუთი ზნაურის (ყორნისის) რაიონში მდებარეობს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ემიჯნება.