ნიკოლოზ ბასილაშვილს შემაკავებელი ორდერი გაუუქმეს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გუშინ გაუქმდა.

ორდერის გაუქმების მიუხედავად ჩოგბურთელს შვილთან და ყოფილ მეუღლესთან მიახლოება კვლავ ეკრძალება.

„პრაიმტაიმთან“ მიზეზს, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე განმარტავს:

„ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ ბრალდებული და შემაკავებელი ორდერის გაუქმების მიუხედავად, მას სასამართლოს განჩინებით აკრძალული აქვს მიახლოება, როგორც შვილთან, ისე ნელი დოროყაშვილთან.

თუ ის გადწყვეტს ამ განჩინების დარღვევას, ამაზე იქნება სამართლებრივი პასუხი. ამრიგად, მას განჩინება უკრძალავს ფიზიკურ კონტაქტს.

ცხადია, ორდერი უფრო მეტი დაცულობის გარანტიას იძლევა, მათ შორის კომუნიუკაციის გზებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ვინმეს აზრად მოუვა რაიმე სამართალდარღვევის ჩადენა, გარწმუნებთ, ასეთი ორდერები კვლავ გამოიცემა“, – ამბობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალაოდბის ბრალდებით ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს.  წინასწარი პატიმრობიდან სასამართლომ ის 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.