7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ცუნამს ელოდებიან

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ევრონიუსის“ ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ცნობით, ძლიერი და საშუალო სიმძლავრის რყევა ორმა მილიონმა ადამიანმა იგრძნო.

მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდებაც შეფერხდა.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია ცუნამის საფრთხის შესახებ იუწყება - სტიქიას ოაქსაკას სანაპიროსთან ელოდებიან.