როგორ შეიცვლება ივლისში ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება
- 24/06/20
- 1206 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
სულ მალე ივლისი შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში. ცნობილი ავსტრალიელი ტაროლოგი და ასტროლოგი ანჟელა პერლი ტაროს კარტებით იმ ცვლილებების შესახებ გვიამბობს, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშნის ცხოვრებაში მოხდება.
ვერძი
აუცილებლად მოაწესრიგეთ საქმეები, ცხოვრება, დოკუმენტები, ჩვევები, კვება და ა.შ. ივლისი საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ახალი ჩვევები და ჰობი შეიძინოთ. ის, რაც დიდი ხანია ჩაიფიქრეთ, ივლისში ხორცს შეისხამს. რაღაც მნიშვნელოვანი სიტუაცია კი ადგილიდან დაიძვრება. თუ ზღვაზე აპირებდით გამგზავრებას, თვის შუა რიცხვებისთვის ეს სურვილიც აგისრულდებათ.
წარსულის ტვირთი წარსულში დატოვეთ და თამამად წადით წინ.
კურო
თვის პირველ ნახევარში ბევრი სასიხარულო მოვლენა მოხდება, რაც დადებითი ემოციებით აგავსებთ. შესაძლებლობა მოგეცემათ სულიერ წონასწორობას მიაღწიოთ პირად ცხოვრებასა და სამსახურში.
ივლისის ბოლოს არასასიამოვნო ცნობას შეიტყობთ. არ ღირს ნერვიულობა, მშვიდად შეხვდით ამ სიახლეს და დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ, გარემოებების მიხედვით იმოქმედეთ.
ტყუპები
ივლისი მნიშვნელოვან ცვლილებებს არ გიქადით, ყველაფერი მოზომილად ჩაივლის. თუ შვებულებაში წასვლას აპირებდით, ივლისი საუკეთესო პერიოდია საზღვაო თავგადასავლებისთვის.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობასაც. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს. იმისთვის, რომ სახლში სიმყუდროვე შექმნათ, გადაყარეთ ყველაფერი ძველი და ის, რაც არ გჭირდებათ.
კირჩხიბი
ფინანსური სფერო ივლისში განსაკუთრებით გაგახარებთ. ფული საკმარისად გექნებათ. თუმცა, ფულის გასესხება ამ თვეში არ ღირს. შეეცადეთ მსხვილი შენაძენებისგანაც თავი შეიკავოთ.
თავი აარიდეთ კამათს და კონფლიქტებს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით კეთილგანწყობილი, თავაზიანი და წარმატებაც თქვენი მეგზური გახდება.
ლომი
ივლისში ლომებს ყველაფრისგან გაქცევის და სრულფასოვნად დასვენების სურვილი გაუჩნდებათ. შვებულებაში ისინი გავლენ, ვინც სამსახურში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტა.
ივლისი კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საქმეები მოაწესრიგოთ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ და განწყობაც კარგი გექნებათ.
ქალწული
ივლისში შეძლებათ, რომ ბედნიერების ფრინველს ხელი ჩაავლოთ. ის, ვინც თავის დანიშნულებას ეძებს, ივლისში შეძლებს მიხვდეს, თუ რომელი გზით უნდა წავიდეს. ფინანსებს რაც შეეხება, ყველაფერი დასტაბილურდება.
ამ თვეში რისკზე წასვლა არ ღის, ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს. ამ პერიოდში ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებთ, თვის მეორე ნახევარი კარგი დროა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ.
სასწორი
პრობლემები და განცდები წარსულში დარჩება.2020 წლის ივლისში თქვენი მომავლისკენ შემხვედრ ნაბიჯს გადადგამთ. შესაძლებლობა მოგეცემათ სამოგზაუროდ წახვიდეთ და თამამად დაგეგმოთ შვებულება.
შეინარჩუნეთ ბალანსი და ეძებეთ ჰარმონია საკუთარ თავში. თუ კვებას მოაწესრიგებთ და მავნე ჩვევებზე იტყვით უარს, არც ჯანმრთელობა გიმტყუნებთ. განაგრძეთ კითხვა