სინამდვილეში რატომ აქვს ქალის ქვედა საცვლებს პატარა ბაფთა

ალბათ ყველას თვალში გვხვდება პატარა ბაფთა საცვალზე, რომელზეც სულ ვფიქრობთ ნეტავ რისთვისაა? ზოგიერთ ჩვენთაგანს ეს ძალიან გვაღიზიანებს და მიგვაჩნია რომ ეს დეტალი ნამდვილად ზედმეტია, განსაკუთრებით კი არ უხდება სპორტულ სტილს.

როგორც აღმოჩნდა ქალთა საცვლების მწარმოებელი კომანიები ქალების აღშფითებას დიდად არ იზიარებენ ამ საკითხში, უგულებელყოფენ მათ და ქალის თეთრეულს პატარა ბაფთებს აუცილებლად აკერებენ.

და მაინც, რა არის ამის მიზეზი? პირველი ეს არის ტრადიცია - გასულ საუკუნეში ქალების კორსეტებს, რომლის ტარებაც აუცილებელი იყო, უფრო მეტად დიდი ბაფთები ჰქონდა.

მეორე მიზეზი კი აღმოჩნდა რომ სწორედ ქალების მეტი კომფორტის გამო ხდება ეს ყოველივე. მაგალითად თუ გოგონა აგვიანებს სადმე, მაგალითად სამსახურში და აუცილებელია მან სინათლის სიჩქარით ჩაიცვას, ეს ბაფთა ეხმარება მას არ აერიოს წინა და უკანა მხარე და უფრო მარტივად მოახერხოს საცვლის ჩაცმა.

საინტერესოა, თქვენ თუ იცოდით ამის შესახებ? დაწერეთ კომენტარებშიდ ა ერთად განვიხილოთ, რამდენად სწორადაა ეს ინფორმაცია მოწოდებული.