'მსგავსი გამოცდები ჯერ არასოდეს ყოფილა საქართელოში - რა ხდება საგამოცდო ცენტრებში

2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით დღეს, 6 ივლისს დაიწყო.

საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

Image may contain: one or more people, shoes, crowd and outdoor

Image may contain: 2 people, people standing and outdoorImage may contain: 2 people, people sitting and people standing

Image may contain: one or more people, people walking, people standing, tree, sky and outdoor

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე.

Image may contain: 2 people, people standing, child and outdoor

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – 1 მეტრზე მეტი.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, გამოცდის ჩატარების წესებში ახალი დაზუსტება შევიდა:

Image may contain: 3 people, people standing, crowd and outdoor

მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

Image may contain: one or more people, people standing and outdoor

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა.

Image may contain: one or more people, people standing and indoor

თუ საგამოცდო სექტორში სიცხე 30 გრადუსს (ცელსიუსით) მიაღწევს, ჩაირთვება კონდიციონერი – ამ შემთხვევაში სავალდებულო იქნება პირბადის გაკეთება.

 

 

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა:

აბიტურიენტები – 39 300-ზე მეტი;

სტუდენტები – 3 600-ზე მეტი;

მაგისტრობის კანდიდატები – 12 600-ზე მეტი;

მასწავლებლობის მსურველები – 12 000 – მდე.