წყალტუბოში ლიფტში ჩავარდნის შედეგად გარდაცვლილი გოგონას საქმეზე ერთი არასრულწლოვანი დააკავეს

წყალ­ტუ­ბო­ში ლიფ­ტის შახ­ტში 17 წლის გო­გოს ჩა­ვარ­დნის საქ­მე­ზე არას­რულ­წლო­ვა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. და­კა­ვე­ბულ ბიჭს ბრა­ლად ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა ედე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან გა­მო­ძი­ე­ბას­თან იც­რუა, თით­ქოს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იყო, რაც და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი არ სურს გარ­დაც­ვლი­ლი არას­რუ­წლო­ვა­ნი გო­გოს ოჯახს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა კი­თხვას უპა­სუ­ხონ. ოჯახს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა­ტომ იყო მათი შვი­ლი მე­სა­მე სარ­თულ­ზე. მათ­თვის ასე­ვე უც­ნო­ბია, თუ ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი მომ­ხდარ­ზე.

შემ­თხვე­ვა წყალ­ტუ­ბო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გარ­დაც­ვლიი გო­გო­ნა 17 წლის ნინი სა­რა­ლი­ძეა. მან სკო­ლა წყალ­ტუ­ბო­ში და­ამ­თავ­რა და წელს გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას აპი­რებ­და.