
რა განცხადებას ავრცელებს თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
- 10/07/20
- 4784 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

დღევანდელი ექსპერტიზა არ იძლევა პასუხს, მოკლულია თუ არა შაქარაშვილი. დღევანდელი ექსპერტიზა იძლევა პასუხს, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
"გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ, მაგრამ ეს ასფიქსია რის გამო დადგა, ამას ეს ექსპერტიზა არ ამბობს, ვერ ამბობს და არც იტყოდა. ეს ამ ექსპერტიზის ამოცანა არ არის… ანუ დღევანდელ ექსპერტიზას არ უთქვამს მოკლულია, თუ არ არის მოკლული. არცერთი არ უთქვამს", – განმარტავს მწარიაშვილი და აცხადებს, რომ დღის წესრიგში ისევ რჩება უბედური შემთხვევის ვერსია.
"ამ ეტაპზე ვიცით დევნა და ვიცით ასფიქსია, მაგრამ არ ვიცით მათ შორის მიზეზობრივი კავშირი", – ამბობს ყოფილი პროკურორი.