ანა გაბეჩავამ აღიარა თუ რატომ არ იყო ფოტოგრაფის ფოტოაპარატში მისი დაბადებისდღის ფოტოსურათები
- 14/07/20
- 8966 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
საბედისწერო ღამის იუბილარი ანი გაბეჩავა 19 ივნისის ღამეს იხსენებს და ხსნის სავარაუდო მიზეზს თუ რატომ არ აღმოჩნდა მისი მეგობრის, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატშიდაბადების დღის ფოტოები.
ამის შესახებ მან "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორთან ისაუბრა, რომელსაც თავად ანა გაბეჩავა დაუკავშირდა და ტრაგიკული ღამის შესახებ გაიხსენა.
ანა გაბეჩავასთქმით, შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იაკობ ბრეგვაძე, დაბადების დღეზე მცხეთაში გვიან მივიდა, რის შემდეგაც ჩხუბი მალევე დაიწყო. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ მიზეზის გამო არ იყო ბრეგვაძის ფოტოაპარატშიდაბადების დღის ფოტოები.
გაბეჩავა ამბობს, რომ იაკობ ბრეგვაძე მისი მეგობარია და დაბადების დღეზეც თვითონ დაპატიჟა
"მე დავპატიჟე ჩემი მეგობარია. როცა წავედით გზაში, დავინახე იაკობი მიდიოდა ავტოსტოპით სადღაც, სავარაუდოდ სახლში, ვიცანი", – ამბობს ანა გაბეჩავა.
ანა გაბეჩავა ყვება, რომ იაკობ ბრეგვაძე მცხეთაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სავარაუდოდ, ავტოსტოპით წავიდა თბილისში ლისის ტბაზე, სადაც მისივე თქმით, ჩაისვეს მანქანაში და წავიდნენ თემქაზე, სადაც სხვა ახალგაზრდებთან ერთად დილამდე გაჩერდნენ.
"გავუჩერეთ მანქანა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ესე ზუსტად არ მახსოვს, ჩვენთან აპირებდა მოსვლას, რადგან ვაპირებით ლისზე ასვლას, სავარაუდოდ, ავტოსტოპით ამოვიდა. ჩვენ გავუჩერეთ მანქანა და ვუთხარით რომ წამოსულიყო ჩვენთან ერთად და წამოვიდა.
გზაში მოგვიყვა, ის რომ მანქანით გაჩერდნენ, ეს გაიქცა და სადღაც დაიმალა, რის შემდეგაც დარეკა 112-ში და ჩამოიყვანა თბილისამდე… წავედით თემქაზე იაკობთან ერთად.
ანი გაბეჩავა ამბობს, რომ თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.
"ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და ტელეფონი არ ქონია და ვერ უკავშირდებოდნენ", – ამბობს გაბეჩავა.


