
"ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი და ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ვნახეთ" - რას წერს თიკა მახალდიანი გარდაცვლილ დედაზე
- 16/07/20
- 245 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი, ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ვანახეთ, – ამის შესახებ მომღერალმა, თიკა მახალდიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში დედის შესახებ განაცხადა.
"ყველაზე მეტად იმას ვნანობ რომ კარანტინის დროს ვერ მივდიოდით ერთმანეთთან, ძალიან ენატრებოდა შვილიშვილი და ისე გარდაიცვალა, რომ ვერ ვნახეთ. ყოველდღე ვესაუბრებით, დღეში რამდენჯერმე, კამერით,"- განაცხადა თიკა მახალდიანმა.
ცნობისთვის, 19 აპრილს, აღდგომას, მოპირდაპირე კორპუსიდან გასროლილმა ბრმა ტყვიამ, საკუთარ სახლში მყოფი, 50 წლის თამარ ანთელავას სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.