"ჩემი ცხოვრებაც იმ დაბადების დღეზე დამთავრდა როგორც გიორგის ცხოვრება" - ნი გაბეჩავა
- 18/07/20
- 3474 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
გოგონა, რომლის წვეულებაზე დაწყებულ კონფლიქტს 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა, გარდაცვლილის ოჯახს მიმართავს. როგორც ამბობს, მომხდარმა ისიც გაანადგურა და ამ ღამის შემდეგ "მისთვისაც ყველაფერი დამთავრდა".
"მინდა მივმართო გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია, რაც მოხდა. მეც გამანადგურა ამ ყველაფერმა და ჩემი ცხოვრებაც დამთავრდა, ისევე როგორც გიორგისი. ეს ყველაფერი მე მეხება, რადგან ჩემს დაბადების დღეზე მოხდა. მეც ძალიან ცუდათ ვარ ამის შემდეგ.
იცოდეთ, რომ გულგრილი დამოკიდებულება არ მაქვს ამ ამბის მიმართ და არც არავისთვის ხელის დაფარებას არ ვაპირებ. დამნაშავეს არ დავიცავ. პირველ რიგში ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახალ ეტაპზე გადავდიოდი. ვერც გამოცდებზზე ვერ გავედი. მაგას აღარ მაქვს მნიშვნელობა, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო" - ამბობს გაბეჩავა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. განაგრძეთ კითხვა


