თამარ ბაჩალიაშვილის უფროსი მასთან ბოლო მიმოწერას ასაჯაროვებს

შპს "ზეგ"-ის პროგრამირების მენეჯერმა, ნიკოლოზ გეჯაძემ თამარ ბაჩალიაშვილთან ბოლო მიმოწერა გაასაჯაროვა. მიმოწერას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს.

შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ ​ბაჩალიაშვილს სამსახურიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი და ფორმალური დეტალები აინტერესებდა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში ნახეს.