5 დღიანი ძებნის შემდეგ 15 წლის მოზარდი პოლიციელებმა იპოვეს

თბილისში, მოსკოვის გამზირიდან დაკარგული 15 წლის მოზარდი, ნინო ჯარიაშვილი პოლიციამ იპოვა. მოზარდი მშობლის თანდასწრებით გამოიკითხება.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მოზარდი სამართალდამცავებმა თბილისში იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.