გიორგი შაქარაშვილის მამა უმძიმეს მდგომარეობაშია
- 24/07/20
- 6737 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებამ სრულიად საქართველო შეძრა. დღემდე არსებობს ბევრი კითხვა ამ საქმის მიმართ და ინტერესი მით უფრო იმატებს. სწორედ მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ რატომ არ ჩნდება გიორგის მამა ლევან შაქარაშვილი „პრაიმტაიმმა“ ამ კითხვით მირიან ნიკოლაძეს მიმართა.
როგორც მირიან ნიკოლაძე საუბრობს, გიორგის მამა, ლევან შაქარაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ლევანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და უმძიმეს მდგომარეობაში გვყავდა და გვყავს კიდეც. ვერ გამოდიოდა მდგომარეობიდან. დღესაც ვერ გამოდის და ვერ უტყდება თავის თავს იმაში, რომ შვილი აღარ ყავს, ძალიან მძიმედაა და ვაბრუნებთ ამ ქვეყანას.
თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი მამის კონტაქტი ან ტელევიზიასთან ან საზოგადოებასთან? აი ამას ვუყურებ ყოველ დღე და ამ ფონზე მიწევს დავდგე და კომენტარები ვაკეთო“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ მირიან ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.