რას ყვება ტელევიზიებთან თვითმხილველი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებიდან 2-3 დღის შემდეგ ნახა

„პოლიტმეტრის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი სოფელ მაწევანში დაკარგვიდან მეორე ან მესამე დღეს ნახეს.

თამარი 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მაწევანის მკვიდრი, 17 წლის ეკატერინე ელბაქიძე, მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგო გაუჩინარებიდან მეორე თუ მესამე დღეს ნახა.

მისი თქმით, 17 ივლისს როდესაც თამარის გაუჩინარების შესახებ ტელევიზიით გაიგო, ყველა მას ეძებდა, სწორედ ამიტომ სოფელში ამოსულმა უცხო მანქანამ „ჰუნდაიმ“ მისი ყურადღება მიიპყრო და სწორედ ამიტომ დააკვირდა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ფაქტი მისთვის ცნობილი არ იყო და შესაბამისად არც გამოძიების საქმის დეტალებში არაა მსგავსი ინფორმაცია გაჟღერებული.