ფული, ჯანმრთელობა, სიყვარული, გართობა - აგვისტოს თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისათის

წაიკითხეთ თქვენი აგვისტოს ჰოროსკოპი და გაიგეთ, რა გელოდებათ ზაფხულის ბოლო თვეს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ლომების სეზონი მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება, წინ, ბევრი მხიარულება და საკმარისი დოზით დრამა გელით.

ვერძი
აგვისტო თქვენთვის მხიარულების, გართობის და დროის სასიამოვნოდ გატარების პერიოდი იქნება. სამსახურში ყოფნის დროსაც კი მოგეცემათ დროის მხიარულად გატარების შესაძლებლობა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოითხოვოთ ის, რასაც იმსახურებთ, იყოთ კიდევ უფრო აქტიურები. აგვისტოს ბოლოსთვის შესაძლოა მცირე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომაც, სჯობს, წინასწარ დაზოგოთ თანხა. ეცადეთ, მარტივად ადაპტირდეთ ახალ სიტუაციებთან.

კურო
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საკუთარ თავთან იქნებით წინააღმდეგობაში და ჰარმონიულობის განცდას დაკარგავთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ცვლილებების ეტაპი დადგეს. ამ პერიოდში ბევრი გაურკვევლობა იჩენს თავს და შესაძლოა, გადაწყვეტილებების მიღება გაგიჭირდეთ.  მოსალოდნელია კონფლიქტი საყვარელ ადამიანებთან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მოერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას ცხელ გულზე, უფრო მეტი დრო გაატაროთ მარტომ, საკუთარ თავთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ საკუთარ თავში ენერგიის პოვნას და პრობლემების დაძლევას.

ტყუპები
ფინანსურ საკითხებში წარმატება გელით. მოსალოდნელია, რომ ინვესტიციას, რომელსაც ახალ საქმეში ჩადებთ, დიდ ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. ასევე შესაძლოა ქონება შეიძინოთ, საოცნებო სახლი, ან მანქანა. ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ არ გაასესხოთ თანხა, რადგანაც შესაძლოა, ის ვეღარასდროს დაიბრუნოთ. კარგად გექნებათ საქმე პირად ურთიერთობებშიც, ოჯახის წევრებთან. იგრძნობთ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს, ყოველივეს წყალობით კი დიდ წარმატებას მიაღწევთ და ამავდროულად, ცხოვრებაში ბალანსსა და ჰარმონიას იპოვით. შესაძლოა, თავი შეგახსენონ ადამიანებმა წარსულიდან. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს.

კირჩხიბი
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში იმაზე უფრო მეტად მგრძნობიარეები იქნებით, ვიდრე ოდესმე. ასტროლოგები ამბობენ, რომ 22 აგვისტომდე განსაკუთრებულად გექნებათ უსაფრთხოების და დაცულობის განცდა და ამავდროულად, ფინანსურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ. გაგიჭირდებათ კომფორტის ზონის დატოვება. ახლა თქვენთვის სანდო და საიმედო ადამიანებთან ერთად ყოფნაა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეცადეთ, რომ ახალი საქმე არ დაიწყოთ და ცვლილებებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი. უნდა დაფიქრდეთ, რა მიმართულებით გჭირდებათ ცვლილებები ყველაზე მეტად, ესაუბრეთ სანდო ადამიანებს თქვენს საჭიროებებზე. ცხოვრების შეცვლის ეტაპი თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს შემდეგ დადგება.

ლომი
ლომებო, დაბადების დღეს გილოცავთ, აგვისტო თქვენი თვეა. მთელი თვის განმავლობაში ახალი და წარმატების მომტანი შესაძლებლობები მოგეცემათ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ისინი. მთავარია, არ იზარმაცოთ. მოსალოდნელია ფინანსური წარატება და ასევე დადებითი ვიბრაციებით იქნება დამუხტული სასიყვარულო ურთიერთობებიც. დრო დგება, ყველას აჩვენოთ ვინ არის მეფე. თქვენს ძალას, ნიჭსა და ქარიზმას გარშემო მყოფები ყველაზე მეტად ახლა იგრძნობენ.

ქალწული
ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გსურთ ყველაზე მეტად და რა გაგაბედნიერებთ და ამ კითხვებზე მიღებული პასუხების შესაბამისად იმოქმედეთ. ახლა თქვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის უნდა აკეთოთ, რაც გსურთ. ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს ყურადღებას, დროა საკუთარ ხმას მოუსმინოთ. მოგეცემათ შანსი, რომ იბრწყინოთ და ეს ისე მოხდება, რომ ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა არ დაგჭირდებათ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ, ცხოვრების დირიჟორი თავად გახდეთ.

სასწორი
აგვისტოში ისეთი მომხიბვლელები და შარმიანები იქნებით, რომ თაყვანისმცემლებს მაგნიტივით მიიზიდავთ. აღფრთოვანებას ვერავინ დამალავს და თუ მარტოხელა ხართ, დიდია შანსი, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვოთ. კარგი პერიოდია თანამოაზრეების შემოსაკრებად და რაიმე საერთო, ახალი საქმის წამოსაწყებად. კოლაბორაციული ურთიერთობები აგვისტოში წარმატების მომტანი აღმოჩნდება. შესაძლოა, ახალი მეგობრებიც შეიძინოთ და თან ისეთები, რომლებთანაც ბევრ საერთოს იპოვით და მყარ კავშირს შექმნით. ასტროლოგები ამბობენ, რომ წინ საინტერესო თავგადასავლებით დახუნძლული ერთი თვე გელოდებათ.

მორიელი
ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ყურადღებიანები იქნებით. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, პირად ურთიერთობაშიც და სამსახურშიც წარმატებას მიაღწევთ. თუმცა აუცილებლად უნდა დაიცვათ ზღვარი და ზედმეტიც არ მოგივიდეთ. ასტროლოგების თქმით, აგვისტოში ყველაზე დიდი ყურადღება რომანტიკულ ურთიერთობებს უნდა დაუთმოთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან და ბედნიერებით დატკბეთ. თუ პირად ცხოვრებას მოაწესრიგებთ, ცხოვრების სხვა მიმართულებითაც წარმატება არ დააყოვნებს.

მშვილდოსანი
აგვისტო გართობის, მხიარულებისა და თავგადასავლების თვეა. გართობის განუზომელი სურვილის გამო, სამსახურში ყოფნა ძალიან გაგიჭირდებათ და არაპროდუქტიულები იქნებით, ამიტომაც, ასტროლოგები შვებულებაში დროულად წასვლას გირჩევენ. თქვენ ახლა ყველაზე მეტად სამსახურებრივი გარემოდან გაქცევა გსურთ. ამას რაც უფრო მალე გააკეთებთ, მით უფრო კარგი იქნება თქვენთვის. თვის დასაწყისში დაისვენეთ და ნახავთ, როგორი პროდუქტიულები იქნებით თვის ბოლოს. კარიერული თვალსაზრისით აგვისტოს მიწურულს დიდი წარმატება და აღიარება გელით.

თხის რქა
კონცენტრირდით დეტალებზე და საქმე ისე შეასრულეთ. ეცადეთ, რომ 15 აგვისტომდე დასვენება მოასწროთ და ცხოვრების დაძაბული რეჟიმისგან განიტვირთოთ. თქვენთვის ყველაზე მეტად ბედნიერების მომტანი ოჯახის წევრების გარემოცვაში დროის გატარება იქნება. აგვისტოს მეორე ნახევარში ახალი გამოწვევები გელით, რაზეც უარი არ უნდა  თქვათ, რადგანაც ამ გამოწვევებმა თქვენი ცხოვრება, შესაძლოა, ახალ და სრულიად განსხვავებულ, რაც მთავარია ბედნიერების მომტან რელსებზე წაიყვანოს.

მერწყული
აგვისტოში  ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველას უთხრათ ის, რასაც ფიქრობთ და ემოციები გარეთ გამოიტანოთ. ასევე, ახლა საუკეთესო მომენტია იმ ადამიანებთან ურთიერთობის დასასრულებლად, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ. დიდია შანსი, რომ რაღაც ისეთ საიდუმლოს გაიგებთ, რაც დაგაფიქრებთ და ბევრ რამეს გადაგაფასებინებთ. აგვისტო შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. და ბოლოს, ყველაზე კარგი ამბავი ისაა, რომ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ.

თევზები
აგვისტოში იქნებით მშვიდები და სტაბილურები ისე, როგორც არასდროს. ეს განტვირთვის, დასვენების, დაფიქრების და საკუთარი თავის პოვნის თვე იქნება. განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შეინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყაროც კი გამოგიჩნდეთ.