''ეს ქალი რა ჩვეულებრივად ცხოვრობს თითქოს ჩიტი მიაბარა მიწასო... - ახლა კი რეალურად მოგიყვებით როგორ ვცხოვრობს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის'' - ლანა ნიკოლეიშვილი

ალბათ ყველას გახსოვთ ის სულისშემძვრელი ამბავი, როცა დედამ 16 წლის შვილი სოფი ნიკოლეიშვილი კლასთან ერთად ექსკურსიაზე გაუშვა და იქიდან ბავშვი ვეღარ დაბრუნდა. სოფი ნინოსხევის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდინარეში ჩავარდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

მას შემდეგ 1 წელი და რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა დედასთვის რა დროც არ უნდა გავიდეს, ტკივილი უცვლელი რჩება, მეტიც, ღრმავდება და გაუსაძლისი ხდება. თუმცა, თუ დედა ცხოვრებას აგრძელებს და საზოგადოების წინაშე სახეს არ იხოკავს, მას გლოვის წესებს ხანდახან უწუნებენ. სწორედ ამ თემაზე წერს ფეისბუქზე სოფის დედა ლანა
ნიკოლეიშვილი:

"რას ვაკეთებ, როგორ მითენდება და მიღამდება ჩემი სკვინჩა რომ აღარ მყავს, მის შემდეგ... რა მეყვავილება და რა მერანჩოება...
ეს ქალი რა ჩვეულებრივ ცხოვრობს, თითქოს ჩიტი მიაბარა მიწას... რანაირი გლოვაა ეს...
არც თავს ვიმართლებ, არც ანგარიშს ვაბარებ ვინმეს. უბრალოდ მოგიყვებით სრულიად გულწრფელად, როგორ ვცხოვრობ ამ სიკვდილისა და სიცოცხლის გზებს შუა გაჩხერილი.
ახლა ის პერიოდი მაქვს, საერთოდ მშვიდად რომ ვარ. ის, რომ ყოველ დილა- საღამოს ვბღაოდი, საფლავზე ვიწექი თუ ვიჯექი, აღარ მჭირს. სოფის სურათებს ყველგან თვალს ვარიდებ. სახლში, ფბ-ზე. მხოლოდ იქ, საფლავზე ვერ ვწყვეტ თვალს ჩემს ლამაზ გოგოს. დავუჯდები წინ და ვუყურებ ხარბად, სიყვარულით...
ისე იღიმება სამივე ფოტოზე, მეც ღიმილამდე მივყავარ.
ახლაც ნუ გაიფიქრებთ, რა ეღიმებაო...
არ არსებობს დრო, სოფი გვერდით არ მყავდეს. წამი, წუთი და ასე განუწყვეტლივ. მივეჩვიე მასთან საუბარს. რას მეტყვის, რა მოსწონს. როგორ მეხუმრებოდა ან დამცინებდა თავისებურად: მაწონიიიი - რაც გოიმს, სოფლელს ნიშნავდა... არაგეოგრაფიულს, რა თქმა უნდა.
ვამაყობ, რომ ასეთი კარგი შვილი მყავდა, დედის იმედი, ჭკვიანი,ზოგჯერ ჯიუტი, გადარეული, დამჯერი და არდამჯერიც, თავქარიანი და თბილი, თბილი, უსაზღვროდ თბილი.
სასწაული 16 წელი გვქონდა ერთად. ყოფილა უმნიშვნელოდ ცუდი დღეებიც, მაგრამ ორივეს მალე გვავიწყდებოდა. განაგრძეთ კითხვა