როგორ გამოიყურება ქალი დღეს, რომელიც მთელი ცხოვრება იმალებოდა კბილების გამო
- 09/08/20
- 3869 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბრიტანელ ქალს, სახელად ჯეიმის, 6 წლის ასაკში შტანგა მოხვდა და სერიოზული ტრამვა მიიღო. ის გონს მოვიდა, თუმცა, მას შემდეგ მისმა კბილებმა დეფორმაციულად ზრდა დაიწყო.
ქალი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთ დღესაც შეხვდა მამაკაცს, სახელად ტონის, რომელიც მისი ბოიფრენდი გახდა.
თუმცა, ბედნიერება დიდხანს არ გაგძელებულა - ახალგაზრდა მამაკაცი მას გარეგნობის გამო გამუდმებით დასცინოდა. ქალისთვის ამის მოთმენა აუტანელი გახდა, ამიტომ ცნობილ გადაცემა „The Jeremy Kyle Show“-ს მიმართა.
შოუს ეთერში გასვლის შემდეგ ჯეიმი ყოველდღე ისმენდა შეურაცხყოფას - მას ღიად
უწოდებდნენ მახინჯს და სხვადასხვა მონსტრს ადარებდნენ.
თავად ჯეიმი კი საკუთარ გარეგნობას მოთმინებით უდგებოდა, ამიტომ ადამიანების მხრიდან ასეთ სასტიკ თავდასხმას არ ელოდა.
კაილის შოუმ ქალს შესთავაზა თანხა, რათა ამ პრობლემისგან განთავისუფლებულიყო. გარკვეული დროის შემდეგ ჯეიმი შოუში მიიწვიეს და შედეგით გაოცდნენ. დეფორმირებული კბილები თანაბრად განლაგებულმა პროთეზმა ჩაანაცვლა, მისი ღიმილი სასიამოვნო გახდა.