ბილ გეიტსის წინასწარმეტყველება - როდის დაამარცხებს მსოფლიო კორონა ვირუსს და რომელი ქვეყნები იქნებინ პირველები

კორონავირუსის პანდემიის შეჩერება ორწელიწადნახევარში გახდება შესაძლებელი. აცხადებს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი Wired-თან ინტერვიუში.

„ეს არც პირველი მსოფლიო ომია და არც მეორე, თუმცა სისტემის ნეგატიური ძვრების მასშტაბები მსგავსია“ – ამბობს გეიტსი.

ის მიიჩნევს, რომ „მსოფლიოს მდიდარი ნაწილი“ დანარჩენთან შედარებით 1 წლით ადრე გაუმკლავდება ვირუსს.

გეიტსი წუხს, რომ ამ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა აივ ინფექციის, მალარიის და პოლიემიელიტის სამკურნალო საშუალებების კვლევის პროცესი.

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის COVID-19-ით მსოფლიოში 19,7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 728 ათასზე მეტი.