დედამ, რომელიც ყოველდღიურად გარდაცვლილ შვილს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს უძღვნიდა შვილის მკვლელობა აღიარა, რას ასახელებს საყვარელი შვილის მკვლელობის მიზეზად

ალაბამელი სტეფანი სმიტის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – გარდაიცვალა მისი 4 წლის ქალიშვილი. პოლიციაში სტეფანიმ თავად დარეკა და აცნობა, რომ გოგონა უკვე გონდაკარგული ნახა და რომ, თითქოს ის კედელსა და საწოლს შორის გაიჭედა, რა დროსაც დაიხრჩო.

სასამართო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბავშვის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დადგენა ვერ შეძლო.

თვეების განმავლობაში სტეფანი სულის შემძვრელ პოსტებს აზიარებდა „ინსტაგრამზე“, დებდა შვილის ფოტოებს, წერდა, რომ ვერ გადაიტანდა მის სიკვდილს.

„იმედია, იცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყავი ჩემთვის. შენ იყავი და ხარ ჩემი სამყარო. შენს გარეშე დავიღუპები… მინდა შენს საფლავთან დავწვე და არასდროს მიგატოვო. რატომ არ წამიყვანე შენთან? არ მინდა შენს გარეშე ყოფნა…

ამასთან, ერთ-ერთ პოსტზე ქალმა იმ მოულოდნელ ჭორებს უპასუხა, რომლის თანახმადაც ბავშვი სწორედ დეამ მოკლა. სტეფანი აქტიურად უარყოფდა მას და ირწმუნებოდა, რომ თავად სჭირდებოდა პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში.

„უცნაურია, მე რომ მაბრალებენ მის სიკვდილს… მისი გარდაცვალება ისევ აუხსნელია. მე ვერ შევძელი ამის ვერც წინასწარ განჭვრეტა და ვერც აღკვეთა, ისევე როგორც ვერ შევძელი ჩემი შვილის შველა“ – დაწერა სტეფანიმ.

თუმცა, მალევე ქალმა გააკეთა განცხადება, რამაც ყველა შეძრა. ის მივიდა პოლიციაში და აღიარა, რომ სინამდვილეში სწორედ ის იყო მკვლელი – მძინარე ბავშვს ბალიში დაადო სახეზე იქამდე, ვიდრე ის სუნთქვას შეწყვეტდა.

სტეფანის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ფსიქოტროპული წამლების მიღება შეწყვიტა. თავიდანვე კი დანაშაული შიშის გამო ვერ აღიარა.

ქალს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა