რა განცხადებას ავრცელებს შსს ბარიდან დაკარგული 2 ახალგაზრდის დაკარგვასთან დაკავშირებით
- 16/08/20
- 3085 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ბარ „ბაუჰაუსის“ 2 გაუჩინარებული თანამშრომლის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„ბაუჰაუს“ ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


