რა დაემართა ექიმს, რომელმაც 35 კილომეტრი პირბადით გაირბინა
- 16/08/20
- 1094 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინგლისელ ექიმს სურდა დაემტკიცებინა, რომ პირბადე ჟანგბადის მიწოდებას ნამდვილად არ ამცირებს, ამიტომ 35 კილომეტრი ისე გაირბინა რომ ნიღაბი ერთი წამითაც არ მოუხსნია.
უჩვეულო ექსპერიმენტის დროს ტომ ლოუტონი პულს და სისხლში ჟანგბადის დონეს აკონტროლებდა.
„პირბადე ერთი წამითაც არ მომიხსნია (არც არაფერი მიჭამია და არც დამილევია) და სისხლში ჟანგბადის დონე ყოველი შემოწმების დროს 98%–ს აღწევდა“ – განაცხადა ტომმა.
ექიმმა CNN–ს ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა რომ პირბადის ტარება ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ეს არის ნივთი რომელიც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას ხელს უშლის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხალხს მუდმივად ახსენებს, რომ ნიღბის ტარება არამხოლოდ თავდასაცავად არამედ სხვების უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ეს რეგულაცია ბოლო პერიოდში არაერთ წინააღმდეგობას წააწყდა, რამეთუ საზოგადოების ნაწილს პირბადის ტარება არ სურს.
„ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ პირბადე მათ სუნთქვას უძნელებს. თითქოს ჟანგბადი არ მიეწოდებათ და ამიტომ მის ტარებაზე უარს აცხადებენ,“ – ტომს ექსპრიმენტის ჩატარებისკენ სწორედ ამ სტერეოტიპმა უბიძგა.
მან სამფენიანი პირბადე გაიკეთა და 35 კილომეტრი გაირბინა. როგორც ის აცხადებს, ნიღაბს სუნთქვასთან არანაირი კავშირი არ ქონია და მისი ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ – არაკომფორტულია.
„ნიღბის ტარებასთან ერთად დისტანციის დაცვა, თვითიზოლაცია და ხელების ხშირად დამუშავებაც არ უნდა დავივიწყოთ.“