"გილოცავთ, საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში მკვდრის თანამდებობაზე მატებაა, ამჯერად ეს თანამდებობა ორმა ადამიანმა დაიკავა..." - რას ამბობს დომინიკ მანგო დღეს მტკვარში ნაპოვნ ახალგაზრდებზე

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ბაუჰაუსის“ თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

„გილოცავთ, საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში მკვდრის თანამდებობაზე მატებაა, ამჯერად ეს თანამდებობა ორმა ადამიანმა დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ძვლები მინიმუმ 2 თვე გეყოფათ სატკვერად. ახალი ძვლები ყოველთვის ჯობია ძველს.“- წერს დომენიკ მანგო.

ცნობისთვის, დღეს, 17 აგვისტოს 3 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მტკვარში "ბაუჰაუსის" თაამრომლების, ახალგაზრდა გოგოსა და ბიჭის ცხედარები იპოვეს.