
"მამაჩემს უკვირს რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს" - ბერა ივანიშვილი
- 03/09/20
- 1199 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

"ადამიანებს სძულთ ყველაფერი, რაც მათგან განსხვავებულია, მაგრამ ამ გამოწვევებს "განგსტერულად" გავუმკლავდი. ბავშვობის გამოცდილებამ მებრძოლის მენტალიტეტი ჩამომიყალიბა", - ამის შესახებ რეპერმა ბერა ივანიშვილმა WIRED-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანელი ჟურნალისტი ამოს ბარშარდი საქართველოს იანვარში სტუმრობდა, ამერიკული გამოცემისთვის ინტერვიუ ექს-პრემიერის ვაჟთან სწორედ მან ჩაწერა. სტატიის სათაურია: "საქართველოს პრინცი Instagram-ის ვარსკვლავია".
როგორც ჟურნალისტი სტატიაში წერს, "1994 წელს დაბადებულმა ბერამ ცხოვრება რუსეთში, საქართველოსა და საფრანგეთში გაატარა. სწორედ პარიზში დადიოდა სკოლაში. როგორც იხსენებს, გამორჩეული გარეგნობის გამო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. არასდროს უგრძვნია თავი ცუდად იმის გამო, რომ ალბინოსი იყო. ამაში კი მშობლების წვლილზე საუბრობს, რომლებიც ყოველთვის დიდ სიყვარულს ჩუქნიდნენ და მხარში ედგნენ.
როდესაც ბერა 11 წლის იყო, მისი პატარა ძმა, ცოტნე დაიბადა, რომელიც ზუსტად მისნაირი იყო. ამ დროს ოჯახი უკვე თბილისში ცხოვრობდა. იმისათვის, რომ პატარა ძმა საზოგადოების ბოროტებისგან დაეცვა, მშობლები დაარწმუნა, რომ ცოტნეს განათლება სახლში მიეღო და სკოლაში არ ევლო". განაგრძეთ კითხვა