
რეალურად რას საქმიანობდა გოგო, რომელიც შაქარაშვილის საქმეზე დააკავეს
- 03/09/20
- 3009 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვერონიკა არონია სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა Prime TV-ში სწავლობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამავე დაწესებულებაში სარეკლამო მენეჯერად მუშაობდა.
სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა Prime TV-ის დამფუძნებელი ია დოლიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ვერონიკა Prime TV-შიარონიამ სწავლა დაასრულა და გავლილი სასწავლო კურსის დამდასტურებელი დოკუმენტი ორი დღის წინ, წაიღო.
„ჩვენთან სწავლობდა და დაამთავრა კიდეც. ის პანდემიამდე ჩვენს ორგანიზაციაში სარეკლამო მენეჯერად მუშაობდა, პლაერებს არიგებდა და ა.შ. მალევე შეწყვიტა მუშაობა, ვერ შეასრულა დავალება, მოსწავლე იყო“ – ამბობს ია დოლიძე.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემისთვის 20 წლის ვერონიკა არონიადააკავეს.
მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. განაგრძეთ კითხვა