"ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას" საქართველოს საპატრიარქომ თვითმარქვია ბერი ამხილა
- 07/09/20
- 842 ნახვა
-
Facebook-ზე გაზიარება
ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ
ე.წ. ბერი გაბრიელ კოკოლიშვილი
ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას.
აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი.
#თვითმარქვიასასულიეროპირები


