"დეა საკთარ მეგობარს ძროხასავით წყევლიდა, 5 სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული ბაჩალიაშვილის საქმეზე..."

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში რამდენიმე საკითხთან ერთად დეა კაპანაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ურთიერთობასაც ეხება. მისი თქმით, კაპანაძე სხვადასხვანაირ ჩვენებებს იძლევა და მას მისი არ სჯერა. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა ბაჩალიაშვილი დეას პერმანენტულად ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას.

„არც ერთი კლასელი არ ამბობს, რომ თამუნას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. დეას ჩვენებებსაც გამოვაქვეყნებ – ერთში ამბობს, სუიციდის მცდელობა ჰქონდაო, მეორეში, კლასელმა მითხრაო. კაპანაძეს ხუთი ჩვენება აქვს, სულ სხვადასხვანაირი. იმაზე რატომ არ ლაპარაკობს დეა, თამუნას ფულს ვარიცხინებდიო. ათასები არ ვიცი, მაგრამ თამარი 100 და 200 ლარს პერმანენტულად ურიცხავდა, იქნებ 40 ათასი ქეშადაც გამოუტანა? დეა მეგობარს ძროხასავით წველიდა. არ მჯერა გამოძიების ვერსიის, დადონ სატელიტის მასალები – ფოტოები და მერე დავიჯერებ“, – განუცხადა „კვირის პალიტრას“ რამიშვილმა.