მეცნიერებმა კოვიდინფიცირებით გარდაცვლილთა სხეულებში სიკვდილის ახალ მიზეზს მიაკვლიეს

ლიეჟის უნივერსიტეტის მეცნიერებმა Covid-19-ით გარდაცვლილი პაციენტების ფილტვებში, სასუნთქ გზებსა და სისხლძარღვებში დნმ-ხაფანგები აღმოაჩინეს და ამტკიცებენ, რომ სწორედ ის ართულებს დაავადებას. ამის შესახებ EurekAlert!-ზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი.

გენური ხაფანგები იმუნური უჯრედებიდან იქმნება. ეს უჯრედები ნეიტროფილებია, რომლებიც პირველ ხაზზე ებრძვიან ინფექციას.
გადამეტებული აქტივაციისას ნეიტროფილებმა შესაძლოა ტოქსიკური ზემოქმედებაც მოახდინონ, ვინაიდან ამ დროს ავტოიმუნური და ქრონიკული ანთებითი დაავადებების პროვოცირებას ახდენენ.

ნეიტროფილებს შეუძლიათ გაათავისუფლონ საკუთარი დნმ უჯრედების სიკვდილის დროს. მასიური მასშტაბის გამოთავისუფლებისას, ამ დნმ-ხაფანგებმა, რომელსაც სხეული იყენებს ვირუსების წინააღმდეგ, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ამ პროცესის კვალი სისხლძარღვებში, ფილტვის ქსოვილებში და სასუნთქ გზებში ფიბრინით მდიდარი თრომბის სახით, რაც თრომბოზის (სისხლძარღვების ბლოკირება) და ფილტვების დაზიანების პროვოცირებას ახდენს. ეს პროცესი მიმდინარეობს იმუნური სისტემის უკონტროლო გააქტიურების შედეგად, რაც ასევე იწვევს ციტოკინის ქარიშხალს.

ამ დროისთვის ექსპერტები ატარებენ კვლევას ამ პროცესის გავლენაზე სხვა ორგანოებზე, მათ შორის გულზე.