"მაგაზე რომ ვიფიქრი, შეიძლება საერთოდ გავრეკო" - მამულიჩა განცხადებას ავრცელებს

"ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა” – განაცხადა პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ ეკა მიშველაძის გადაცემაში.

-მინდა, რომ მუშაობის საშუალება მომცენ და არ მჭირდება არანაირი დახმარება. 200 ლარი არავის ეხმარება. არ მეგულება ადამიანი, ვისაც რამეში დაეხმარა. არ ვაპირებ იმ სოციუმში დაბრუნებას, რაშიც ვიყავი. ძალიან ბევრი ადამიანი თავის სათქმელს იტყვის…

ამ ვირუსისი ყველაზე ერთგული მოკავშირე არის ის ფსიქოზი, რაც ხდებოდა იმ სამი თვის გაბნმავლობაში. ახლა რას გვეუბნებიან, რომ ისევ ვიკეტებით?!  როდემდე? ზაფხულამდე, გაზაფხულამდე…

ბოდიში, მაგრამ ჩვენთვის ყველანაირი შემოსავლის წყარო გაწყდა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობა მაქვს, მყავს უფროს ასაკის დედა, მამა, შვილები, შვილიშვილი. რასაც მეუბნებიან, ვასრულებ, ვისპირტები, პირბადით დავდივარ… ცალკე იმაზე ვიფიქრო, სიმპტომები არ მქონდეს და მაინც რაღაცა მჭირდეს… მაგაზე რომ ვიფიქრი, შეიძლება საერთოდ გავრეკო, -განაცხადა კახა მამულაშვილმა გადაცემაში.