პატარა ტაძრის შესასვლელთან კიბეებზე ვიჯექი სადაც ჩემი შვილის სხეული იყო დასვენებული... შემდეგ დღეებში ჩემს საძინებელ ოთახში ვნახე კედელზე და ცოტა შევცბი, ვიფიქრე დაამთხვევაა – თქო, დღეს კი ფოტოს გადაღებაც მოვასწარი

გარდაცვლილი ალექსი პატურაშვილის დედა ნათია ღვედაშვილი სოციალურ ქსელში წერს

„მეგობრებო, ახლა მოგიყვებით ჭიამაიას ამბავს. როდესაც ალექსიმ დაგვტოვა, პატარა ტაძრის შესასვლელთან კიბეებზე ვიჯექი სადაც ჩემი შვილის სხეული იყო დასვენებული, მას დიდხანს ვუყურებდი გაოგნებული, დამუნჯებული და გარშემო როგორ ირეოდა ხალხი მხოლოდ მათ სილუეტებს ვამჩნევდი.

თითქოს მთელს პლანეტაზე მარტო ვიყავი, მხოლოდ მე და ის პატარა ტაძარი. უცებ ქვემოთ დავიხედე და ჩემს ხელზე პატარა ჭიამაია შევნიშნე. დიდ ხანს ვუყურებდი და ვეფერებოდი

შემდეგ დღეებში ჩემს საძინებელ ოთახში ვნახე კედელზე და ცოტა შევცბი, ვიფიქრე დაამთხვევაა – თქო. შემდეგ კიდევ რამდენიმე დღეში ფარდაზე ვნახე. და ასე რამდენჯერმე.

არ მინდა სიგიჟეს გავდეს, ან სასოწარკვეთილი დედის ფანტაზიის ნაყოფს, არ ვარ ფანატიკოსი არც გადარეული. პირიქით ზრდასრულ ცხოვრებაში „ურწმუნო თომას“ ვგავდი, არ მჯეროდა სასწაულების, არც დიდად ახლა, მაგრამ ეს ჭიამაია კიდევ ბევრჯერ შევნიშნე როდესაც ყველაზე მეტად მიმძიმდება ხოლმე სული.

ბავშვობაშიც მქონია შემთხვევები როდესაც ჭიამაია მოფრენილა ჩემთან, მაგრამ ასეთი სიხშირით როგორც ახლა არასოდეს ყოფილა. ბავშვობაში მახსოვს ამბობდნენ ხოლმე თუ ჭიამაიას ნახავ რამე ჩაიფიქრე და ის ღმერთთან მიიტანს შენს სურვილსო და ამას აუცილებლად ვაკეთებდი ხოლმე ყოველ ჯერზე და მთელი გულით მჯეროდა რომ ის მართლა ღმერთთან მიფრინდებოდა და გადასცემდა ჩვენს სურვილებს.

მე კი ახლა მგონია, რომ ეს ჭიამაია ალექსის სულია, რომელიც პერიოდულად მოდის ჩემთან და მამშვიდებს. ასევე მომევლინა დღეს, როდესაც მაგიდასთან ვიჯექი ვითომდა წიგნის კითხვით გართული, ჩემი ცრემლები წიგნის ფურცლებს ეწვეთებოდა, ხელზე დავიხედე და რას ვხედავ?! ფოტოს გადაღებაც მოვასწარი. ნამეტანი ხშირი დამთხვევაა იმისა, რომ სასწაული ვიწამო. მე მჯერა ნიშნების, მადლობა ღმერთო.

მეგობრებო, შეამჩნიეთ გარშემო ნიშნები. ჩემო პატარა ჭიამაია, გიცანი, ვიცი რომ შენ ხარ. ალექს! „ჭეშმარიტი რეალისტი, თუ ის მორწმუნე არ არის, ყოველთვის იპოვის თავის თავში ძალასა და უნარს, სასწაულიც კი არ ირწმუნოს. რეალისტში რწმენა სასწაულებისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენისგან (დოსტოევსკი)”